logo
ENG



მელია: ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე

01 ნოე 202005:00
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები ხვალ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ. ისინი, სავარაუდოდ, ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. 

"ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრნი, სამწუხაროდ, არჩევნების გამო არიან სხვადასხვა რეგიონებში და არ არიან დედაქალაქში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები. ამ ეტაპზე მიღებულია ეს გადაწყვეტილება: ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე.

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ეს არ იყო არჩევნები და ყველამ დავინახეთ, რასთანაც გვქონდა საქმე. ამიტომ, მოკლედ და კონკრეტულად, ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვთქვით, მაგრამ მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე ყველანი რუსთაველის გამზირზე", - ამბობს ნიკა მელია. 

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების დაწყების მომენტიდან, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. 

ამ დრომდე დათვლილია საარჩევნო უბნების 37%. წინასწარი შედეგებით: 

ქართულ ოცნებას აქვს - 51,68%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 24,31%

ევროპულ საქართველოს - 3,95%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,88%

ლელო - 3,02%

გირჩი - 2,64%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,25%

ლეიბორისტული პარტია - 0,99%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,79%


close დახურვა