logo
ENG



მელია: ჰააგის დღევანდელი ვერდიქტი დადასტურებაა, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი პუტინის ტყვეა

16 დეკ 202218:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/mq5xce0mrrrjhyu.jpg

ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ჰააგის დღევანდელი ვერდიქტი დადასტურებაა, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი პუტინის ტყვეა.

"ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, რაც ასევე ხაზგასმით ჩაიწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში. ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის წინაშე. პრეზიდენტის თავისუფლება კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან", - თქვა მელიამ.

დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანიმ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.

კარიმ ხანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

მისივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას უკვე აცნობეს.


close დახურვა