![მელია ეგზიტპოლის შემდეგ: ოცნებამ წააგო დედაქალაქი, თბილისის მერის ნაწილში მეორე ტური იქნება](/uploads/news/ნიკა_მელია_1.jpg)
ქართულმა ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური, პარტიების მიერ დაკომპლექტებული. უმრავლესობა არის ოპოზიციის მიერ დასაკომპლექტებელი. მერის ნაწილში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისში. ახლა, მთავარია, მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ.