თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მოქმედ მერს, კახა კალაძეს მეორე ტურამდე დებატებს სთავაზობს. როგორც მელია ფეისბუქზე წერს, ის მზადაა დებატებისთვის ნებისმიერ ეთერში და ნებისმიერ დროს.
"თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!" - ამბობს მელია.
გარდა ამისა, მელია აცხადებს, რომ ხვალ კოალიციურ პროგრამასა და ქალაქის განვითარების გეგმას წარადგენს.