logo
ENG



მელია კვირიკაშვილის წერილზე - სრული სიბნელე

14 აპრ 202022:42
3 წუთის საკითხავი
clock 382

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საქართველოს ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დაბოღმილი ადამიანის გზავნილია.

მელიას თქმით, კვირიკაშვილი ამ გზავნილით ხალხს წირავს.

„გამოვიდა ბატონი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, რომელზეც ყველა საუბრობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებითო, ეს ადამიანი გამონათებააო. შუა საუკუნეების პერსონაჟად წარმოგვიდგა დღეს - სრული სიბნელე. მისი განცხადება ემსახურება ადამიანების გაწირვას. დაბოღმილი კვირიკაშვილი თავისი გზავნილით შეფარებულად პანჩურს ურტყამს თავის კოლეგებს“, - აცხადებს მელია. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მორწმუნეები აღდგომის წირვაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ და მისი დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.


close დახურვა