logo
ENG



მელია მერობის, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

23 ივლ 202121:02
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

ნიკა მელიას თქმითვე, ნაციონალური მოძრაობა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს. 

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი -მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა შეთანხმდნენ. 

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება. 

ოფიციალურ პრეზენტაციამდე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები სწორედ მელია და ხოშტარია იქნებოდნენ. 


close დახურვა