logo
ENG



მელია საკონსტიტუციო სასამართლოს: იმედია, გადაწყვეტილებას 10 მარტამდე გამოიტანთ

14 თებ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებულ სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ წუთებში განიხილავს. სხდომას თავად ნიკა მელიაც ესწრება, მან მოსამართლეებს სიტყვითაც მიმართა.

მელიას თქმით, იმედია, სასამართლო დარბაზში მყოფ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდება განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გავლენებისგან თავისუფალი არ არის.

„იმედი მაქვს, გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, ეს იქნება 10 მარტამდე. მე, როგორც პოლიტიკოსს, არ მქონდეს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნას მიღებული 10 მარტის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა თაობები, რომლებიც დღეს დარბაზში არიან წარმოდგენილი, შეეძლებათ თქვან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გავლენისაგან თავისუფალია“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება ბანკი ქართუს საქმეს - „ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა.  გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა და 10 მარტს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა მელიას პატიმრობას „ქართუ ბანკის“ საქმეზე.

 

„ქართუ ბანკის“ საქმე.


close დახურვა