logo
ENG



მელიას ადვოკატი 20 ივნისის საქმეზე: პროკურატურა დროს წელავს

02 დეკ 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
up7g0z5e21k243g.jpg

საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმე, სადაც ის 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, გადაიდო. საქმის გადადება ითხოვა პროკურატურამ, რადგან სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ მიმართა სასამართლოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, სადაც წერს, რომ არაკონსტიტუციურია ის შეზღუდვები, რომელიც მელიას დაუწესეს, მათ შორის ელექტრონული სამაჯურიც.

როგორც „ფორმულას“ საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განუცხადა, პროკურატურას ომბუდსმენის მიმართვის გასაცნობად დრო სჭირდება.

„არ გვქონდა დრო, რომ დოკუმენტს გავცნობოდით. მხარეები უნდა ვიცნობდეთ, არის თუ არა რელევანტური დოკუმენტი საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ხელოვნურად წელავს დროს.

„სახალხო დამცველმა მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვები წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციასთან. სასამართლოს მისცა რეკომენდაცია, რომ საკითხზე ემსჯელა. პროკურატურამ ხელოვნურად მოითხოვა ვადა“, - აცხადებს ადვოკატი. 

მელიას საქმის განხილვა 24 დეკემბერს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მელიას 20-21 ივნისს აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.


close დახურვა