logo
ENG



მელიას თქმით, უახლოეს დღეებში დაასახელებს თბილისის კოალიციურ მთავრობას

05 ოქტ 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
მელიას თქმით, უახლოეს დღეებში დაასახელებს თბილისის კოალიციურ მთავრობას

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა კოალიციური იქნება და უახლოეს დღეებში დაასახელებს ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც წევრების ხვადასხვა პარტიიდან იქნებიან. ეს განცხადება ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

მელიას თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას, განურჩევლად, ვინ რამხელა მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში:

"უახლოეს დღეებში დავასახელებ. ეს უნდა იყოს არჩევნები, სადაც ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა, ცვლილებები. რა თქმა უნდა, სახელებითა და გვარებით, პოლიტიკური პარტიებით დავასახელებ. დაწყებული მაქვს კონსულტაციები. მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას. რაც მალე, მით უკეთესი, საზოგადოების წინაშე წარსდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც საკუთარ თავს დაინახავს ყველა თბილისელი".

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა