logo
ENG



მეორე ხანძარი გუდაურში ბოლო ოთხ თვეში - ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია

25 მაი 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

რიგით მეორე ხანძარი გუდაურში, ბოლო 4 თვეში, რომელმაც ყველაზე პოპულარული ტურისტული თავშეყრის ადგილი იმსხვერპლა. ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, ახლა დამატებით ზარალს ითვლის დამწვარი კაფე „ვიტამინის“ ხელმძღვანელი. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

კვამლი ადგილობრივმა მეხანძრეებმა შენიშნეს, თუმცა ადგილზე მისულებს ობიექტი უკვე დამწვარი დახვდათ. მეპატრონემ მომხდარის მიზეზი არ იცის, თუმცა არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.


close დახურვა