ხატვის უჩვეულო სტილი, დაძველების ეფექტით და ფერთა უჩვეულო გამა მერაბ აბრამიშვილის ხელწერაა. მხატვარი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში პირველ ცდაზე არ მიიღეს, საერთაშორისო აუქციონებზე ხშირადაა წარდგენილი. ახლა მისი ''სამოთხე'' "სოტბიზე" ელის ახალ მფლობელს. ტილო 25 ათას ბრიტანულ ფუნტადაა შეფასებული. აუქციონის შედეგი 2 ივნისს გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ აბრამიშვილს ინტერვიუები არ უყვარდა, მაინც ახერხებდა განსაკუთრებული კავშირი დაემყარებინა დამთვალიერებელსა და ნამუშევარს შორის. არ უყვარდა საკუთარი ნახატების შეფასება, ფოთოლს ფოთოლში ვსვამო, ასე უბრალოდ იტყოდა ხოლმე.