logo
ENG



მერაბ ტურავა:გავხდები თუ არა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, შედეგები გვიჩვენებს

25 ივნ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევენ. თანამდებობაზე მერაბ ტურავას და ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება.

მერაბ ტურავა სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.  

„კენჭისყრის შედეგების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველგვარი კომენტარი. დაველოდოთ კიდევ 2, ან 3 საათი და იქნება შედეგები. აქცია და გამოხმაურება, რომელიც იმართება, ეს დემოკრატიის გამოხატულებაა და მე არ მაქვს პრობლემა. გავხდები თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამას შედეგები გვიჩვენებს“, - განაცხდა მერაბ ტურავამ.


close დახურვა