logo
ENG



მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი არჩევა სიურპრიზი არ ყოფილა

25 ივნ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 

მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. როგორც ტურავამ აღნიშნა, მისი არჩევა მოსალოდნელი იყო, რადგან პირველ ეტაპზეც, როდესაც განაცხადების შეტანა მოხდა, მას საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 5-მდა დაუჭირა მხარი.

„ის, რომ მე რომ დღეს ამირჩევდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, შეიძლება ითქვას, არ იყო სიურპრიზი, რადგან პირველ ეტაპზე საკონსტიტუციოს სასამართლოს ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი ჩემს კანდიდატურას. საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესება ხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ხდება განაცხადის შეტანა საორგანიზაციო კომიტეტში, ხოლო მეორე ეტაპზე ფარული კენჭისყრა. თუ განაცხადის შეტანის დროს თუ 5 ან მეტი მოსამართლე უჭერს კანდიდატს მხარს, იგულისხმება, რომ შეიძლება ეს პოზიცია რომელიმე მათგანმა შეიცვალოს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ 5 ან 5 ზე მეტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ფარული კენჭისყრა დამთავრდება კანდიდატის მხარდაჭერით“, - განაცხადა ტურავამ.

რაც შეეხება „ლელოს“ მიერ მის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას, ტურავამ აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრი მისთვის მისაღებია, რადგან ეს დემოკრატიის გამოხატულებაა.

„ის რომ აქცია იმართება ხდება და აზრის გამოხატვა ხდება როგორც მხარდამჭერი, ასევე საწინააღმდეგო. ჩემი აზრით ეს არის მხოლოდ დემოკრატიის გამოხატულება ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოში ნებისმიერ თანამდებობაზე პირის არჩევა უნდა ხდებოდეს განსხვავებული აზრის ფონზე. არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ იმაში, რომ დღეს გამოხატა ერთ-ერთმა ახალბედა პოლიტიკურმა ძალამ გამოხატა თავისი პოზიცია ჩემს გამწესებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს არის ნორმალური“, - განაცხადა ტურავამ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარედ დღეს მერაბ ტურავა აირჩია. ტურავას 9 მოსამართლიდან 5-მდა დაუჭირა მხარი.


close დახურვა