logo
ENG



მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

26 ივნ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/26/u7jsf88kx5tvx4c.jpg

მერაბ ტურავა ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მოხსნეს.

მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დოკუმენტი 25 ივნისით თარიღდება. 

"„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან", - წერია ბრძანებაში. 

მერაბ ტურავა ამ თანამდებობაზე 2025 წლის აპრილში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. 

 


close დახურვა