logo
ENG



მერი: რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საკრებულოს შენობა დაიკავეს

25 აპრ 202222:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/25/tiu0xf8to9yd1u2.jpg

ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს შენობა დაიკავეს და მისი „მართვა“ დაიწყეს. სამხედროებმა შენობიდან უკრაინის დროშაც ჩამოხსნეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაცვის წევრებს შენობის გასაღები წაართვეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, რომელ საათზე იწყება ჩცვეულებრივ სამუშაო დღე.

ამასთანავე, მედია წერს, რომ ხერსონის მერსა და საკრებულოს თანამშრომლებს სახლში წასვლის საშუალება მიეცათ.

მედიის ცნობით, 26 აპრილიდან, სამშაბათიდან საკრებულო არ იმუშავებს, რადგან ყველა შენობას დროებით რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.


close დახურვა