უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ის ყალბი ბრალდებების საფუძველზე გაათავისუფლეს. განცხადება მერი იოვანოვიჩმა კონგრესში გამართულ დახურულ მოსმენაზე გააკეთა.
დიპლომატმა ჩვენება კანონმდებლებს დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მისცა.
ყოფილი ელჩის თქმით, მაისში, მის გადადგომას პრეზიდენტს მისი პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი ურჩევდა, რომელიც საეჭვო მოტივებით ხელმძღვანელობდა.
იოვანოვიჩის შეფასებითვე, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა კონკრეტული პირების კერძო ინტერესების დაცვას ეფუძნება.
თეთრი სახლის აკრძალვის მიუხედავად, მომავალ კვირას კონგრესს ჩვენებას ევროკავშირიში ამერიკის ელჩიც მისცემს.