logo
ENG



მერია: 20 იანვრიდან 4 თვით ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

17 იან 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/17/ffdrlo3wlqcr21a.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 იანვრიდან 4 თვის განმავლობაში  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, სატრასნპორტო საშუალებების გადაადგილება ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდება.

ნახეთ როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი:

"თბილისის მერია გაცნობებთ, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე.

2022 წლის 20 იანვრიდან, 4 თვის განმავლობაში, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალ. წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.

ხოლო მეტროსადგურ „სამასი არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებები გადაადგილდება თელავისა და ალ. წურწუმიას ქუჩების გამოყენებით. ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ნ. ბარათაშვილის აღმართზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებს თელავის ქუჩის გადაკვეთამდე. მარცხენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგ ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით დაუკავშირდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით მგზავრებს მიიყვანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით დაუკავშირდება ლეხ კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ თელავის ქუჩის მიმართულებით. ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ავლაბარს“, რის შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას გააგრძელებენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

საზოგადოებრივი მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებ-გვერდს ან მიმართეთ ცხელ ხაზს." - წერს თბილისის მერია


close დახურვა