თბილისის მერიის განცხადებით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა.
უწყების ცნობით, თბილსერვის ჯგუფი, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. მათი თქმით, ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.
მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან.