logo
ENG



მერია: ნალექის გამო, გზების გაწმენდის სამუშაოებს ვახორციელებთ, დაიყარა 25 ტონამდე მარილი

05 დეკ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/0gumoft8sesg072.jpg
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილსერვის ჯგუფი გზების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

მერიის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოებში თბილსერვის ჯგუფის 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული. მერიაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

"პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც თბილსერვის ჯგუფის, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.


close დახურვა