logo
ENG



მერია თბილისის ანძიდან გადმოსახედისა და რესტორნის მოწყობაზე ტენდერს აცხადებს

02 სექ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 
yc8znyaknnlk6b3.png

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის სატელევიზიო ანძიდან გადმოსახედისა და რესტორნის მოწყობისთვის ინტერესთა გამოხატვა იწყება. 2 სექტემბრის თბილისის მტავრობის სხდომაზე მერმა აღნიშნა, რომ ანძის რეაბილიტაციის გეგმარება ესტონური კომპანია კოკოსგან უკვე ჩაიბარეს. გეგმის მიხედვით, 70 მეტრის სიმაღლეზე შესაძლებელი იქნება განთავსდეს გადმოსახედები, კვების ობიექტი. 

"თბილისისთვის ჩვენი სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება, მისთვის ფუნქციის მინიჭება, დამატებით მიზიდულობის ცენტრი, ადგილი იქნება. დაახლოებით, 10-დან 15 მილიონ ლარამდე დაჯდება პროექტის განხორციელება. ვიზუალი, რომელიც ესტობურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან გავლილია, თუმც არეკომენდაციები და ცვლილებები მოგვიწევს", - თქვა კახა კალაძემ.


close დახურვა