logo
ENG



მერიამ ალტ-ინფოს წალენჯიხის ცენტრში ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა

21 ივნ 202212:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/z8677knrfhg984z.jpg

წალენჯიხის მერიამ პრორუსულ და ძალადობრივ ალტ-ინფოს ქალაქის ცენტრში ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა. 

მერიას მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი ძალადობრივი ორგანიზაციებისთვის ყოველგვარი ხელშეწყობა განიხილება, როგორც საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის ოფისის და ბანერის განთავსება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცენტრში, როგორც კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოა, არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მუნიციპალიტეტის მიერ ზემოაღნიშნული ძალებისთვის ყოველგვარი ხელშეწყობა განიხილება, როგორც საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით დიდია რუსეთიდან მომდინარე რისკები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ბანერის განთავსება მოთხოვნილ მისამართზე", - ნათქვამია მერიის პასუხში.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.


close დახურვა