logo
ENG



მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო

28 იან 202211:19
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერია ორხევის დასახლებაში საცხოვრებელ სახლებს ანგრევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე 5 სახლია დანგრეული.  

მოსახლეობა ორხევის დასახლებაში გამგებლის მისვლას ელოდება. როგორც ისინი ყვებიან, დემონტაჟზე მერიის არგუმენტია, რომ "მშენებლობები უკანონოა და უნდა დაინგრეს".

"ვცხოვრობდით მაგ სახლში. ისე არ ყოფილა, რომ აშენებული და დაგდებული მქონოდა, ან არ მეცხოვროს. მქონდა საცხოვრებლად იმიტომ, რომ არსად მაქვს სხვა საცხოვრებელი. შეგვპირდნენ, რომ მოვა გამგებელი და დაგაკმაყოფილებთო იმიტომ, რომ დღეს სხვაგან დასარჩენიც არ მაქვს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


close დახურვა