logo
ENG



მერიასთან სტრატეგია აღმაშენებლის 1 წევრი და 3 მხარდამჭერი დააკავეს

05 ოქტ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიასთან დააკავეს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე და პარტიის 3 მხარდამჭერი.  შსს მათ სამართალდამცველისთვის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

გიორგი ვაშაძის თქმით, სტრატეგია აღმაშენებლის წევრები საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ  ხელმოწერებს აგროვებდნენ და ამის გამო დააჯარიმეს.

პარტიას მერიაში სწორედ ამ ჯარიმებთან დაკავშირებით სურდა განცხადების შეტანა, რის საშუალებაც არ მიეცა. 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, თეონა ჭალიძის თქმით, პოლიციამ მათ წინ ბარიკადები აღმართა და მერიის შენობაში შესვლის საშუალება მისცა, რაც უკანონოა. 

"განაცხადი უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქედან არ წავალთ. დაკავებულებიც მოიყვანეთ აქ", - თქვა ვაშაძემ. 


close დახურვა