logo
ENG



მერის მოადგილე: მეწყრული პროცესები ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა

18 მარ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყერული პროცესები ხდება მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ხოლო საგზაო სამუშაოები არის მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილში. ბენდელიანის თქმით, ვინმეს პასუხისმგებლობა რომ დადგეს, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი 100%-ით უნდა იყოს ცნობილი. 

ბენდელიანის თქმით, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე მერიის სამსხურთან ერთად ჩართულები არიან ქვეყანაში მოქმედი დარგის სპეციალისტები. ბენდელიანის თქმით, მეწყერი კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა.

"პირველ რიგში, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პირველი რიგის ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის გახსნა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო. გზის მშენებლობაზე მერიის სამსხურთან ერთად ჩართულები არიან ქვეყანაში მოქმედი დარგის სპეციალისტები. მათი რამოდენიმე რეკომენდაციაა ამ ეტაპზე და ნაწილი შესრულებულია. ეს რაიმე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ არის მომხდარი, ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები, ასევე ბუნებრივი ფაქტორებიცაა - ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ პრობლემის აღმსოაფხვრელად. ვინმეს პასუხისმგებლობა რომ დადგეს, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი 100%-ით უნდა იყოს ცნობილი", - აცხადებს ბენდელიანი.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამ წუთებშიც გრძელდება გზის დაგება, მეწყრული პროცესები დაიწყო. 

რა ვიცით ამ დროისთვის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე იხილეთ აქ.


close დახურვა