logo
ENG



მერკელი covid-19-ზე: მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია ასეთი გამოწვევის წინაშე არ დამდგარა

19 მარ 202009:31
3 წუთის საკითხავი
 

"კოვიდ-19-ის გავრცელება არის გამოწვევა, რომლის მსგავსი გერმანიის წინაშე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დამდგარა", - ეს განცხადება ანგელა მერკელმა სპეციალური მიმართვის დროს გააკეთა.

გერმანიის კანცლერმა მოსახლეობას დისციპლინისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სწორედ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგები მოჰყვება ვირუსთან ბრძოლას.

ბოლო მონაცემებით გერმანიაში ახალ კორონავოირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი. 

 


close დახურვა