logo
ENG



მერკელის თქმით, ევროკავშირის სრულიად განკურნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

07 აპრ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ევროკავშირი მისი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოცდის წინაშეა. განცხადება ორკვირიანი კარანტინისა და მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა გააკეთა. ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირის სრულიად განკურნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მისი განმარტებით, ყველას ინტერესშია, რო ევროპა კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდეს. მერკელმა ევროგაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური აღჭურვილობის შექმნის მიმართულებით სამუშაოების გაძლიერებისკენ მოუწოდა. ანგელა მერკელი კარანტინში 22 მარტს მოათავსეს. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც დადგინდა, რომ ექიმი, რომელთანაც გერმანიის კანცლერს ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 


close დახურვა