logo
ENG



მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს მხარდაჭერას - გახარია

04 მაი 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და მთავრობის დადგენილების ინიცირება მოხდება.

პრემიერის განმარტებით, ეს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოიცავს.

"დღეს მთავრობის ერთ-ერთი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩვენ მოვახდენთ როგორც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, ასევე მთავრობის დადგენილების ინიცირებას. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც მიღებული იქნა საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომელიც პირდაპირაა მიმართული, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს ასეთ მხარდაჭერას", - აღნიშნა გახარიამ. 


close დახურვა