უკრაინის ირიბი კრიტიკა და გაცილებით მძიმე გზავნილები შიდა მოხმარებისთვის. ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ომის პარტიას ეძახის და ყოფილ მთავარსარდალს ომში ჩათრევაში ადანაშაულებს. პასუხი ოცნებამ სასამართლოს სხდომიდან მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სინამდვილეში ომის პარტია ისაა, ვინც ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს, ქადაგებს უძლურებას, იწვევს დამპყრობელს შემოსასვლელად. მესამე პრეზიდენტმა თანამოაზრეებს ბრძოლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საქართველო უკრაინის გამარჯვებას უნდა შეხვდეს ახალი, ეროვნული თანხმობის მთავრობით. ეს მოწოდებები, შესაძლოა, სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალის მიზეზი გახდეს.
მესამე პრეზიდენტის შეფასებები სასამართლო დარბაზიდან
28 მარ 202220:15
3 წუთის საკითხავი