სპორტსმენები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებიან. ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ ფონდს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის, მილიონი ევრო შესწირა. მისი დონაცია ბარსელონაში ერთი-ერთი ჰოსპიტალის საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით მომარაგებას მოხმარდება.
ასევე მილიონი ევრო შესწირა ესპანურ ფონდს მანჩესტერის მენეჯერმა - პეპ გუარდიოლამ. თანხა სამედიცინო კოლეჯს მომხარდება, რომელიც პანდემიასთან საბრძოლველად მედიკოსებს ამზადებს.