logo
ENG



მესტიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16 ივლ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
ehj7brbienb1deh.jpg

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევა 12 ივლისს მოხდა. მესტიაში მდინარე მელხურაში ავტომანქანა გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.

 

 


close დახურვა