მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ.
უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
"ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია", - აცხადებენ უწყებაში.