logo
ENG



მესტიის მერია მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, ე.წ. ბიტკოინების აპარატები გათიშონ

12 ნოე 202413:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/12/9qai8fholsdymnv.jpg

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, ე.წ. ბიტკოინების აპარატები გათიშონ. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მოხმარება "კატასტროფულად" გაზრდილია.

"ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.

მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!

გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა