logo
ENG



მეტრო ისნის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება

22 მარ 202309:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/1ocshhd3h0lg9fj.jpg

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.

უწყების ინფორმაციით, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

თბილისის მერია აცხადებს, რომ მძღოლებს გადაადგილება ალტერნატიული გზით შეეძლებათ.

„სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.“ - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა