logo
ENG



მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24 ოქტ 202209:11
3 წუთის საკითხავი
 

მეტროში დაშავებული 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა 14 წლის პაციენტი. შემოსვლისას, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა", - ამბობს გადაუდებელი დახმარების პედიატრი, თათია სხირტლაძე.

გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

მგზავრის ლიანდაგებიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, ამიტომ პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.


close დახურვა