logo
ENG



მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

23 თებ 202322:18
3 წუთის საკითხავი
 
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.  

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურებზე "ახმეტელის თეატრი" და "სარაჯიშვილი" შეფერხება ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული.

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

მეტროსადგურებმა ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით." - აცხადებს სატრანსპორტო კომპანია.

დღეს საღამოს მეტროსადგურები ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.


close დახურვა