logo
ENG



მეტროს ხუთ სადგურში კაბელების გამოცვლა დასრულდა - კალაძე

10 ივნ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 

კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროში მიმდინარე პროექტი დასასრულს უახლოვდება - მერის თქმით, უკვე დამონტაჟებულია 500კმ ძალოვანი და განათების კაბელები.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ვენტილაციის სისტემის შესაცვლელად გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 უკვე ჩამოსულია, ხოლო 12 მათგანი დამონტაჟებულია თბილისის მეტროს სადგურებში.

„გასულ წელს დავიწყეთ ძალოვანი კაბელების ცვლილება მეტროში - დაიწყო გასული წლის ზაფხულში, ღირებულა 15 მლნ დოლარია და სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი ასრულებს. დღეის მდგომარეობით დამონტაჟებულია 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი, მიმდინარეობს ქვესადგურში კაბელების მიერთება. ხუთ სადგურში ეს უკვე დასრულებულია. 

"პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გამნიავებელი სისტემის ცვლილება - მოხდება მთლიანად განახლება. პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 ჩამოსულია და 12 დამონტაჟებულია. დაწყებულია არსებული ვაგონების მოდერნიზება - მალე გვეცოდინება, რომელი კომპანიისგან შევისყიდით ახალ შემადგენლობებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა რეკრეაციულ ზონებზეც ისაუბრა - მისი თქმით, სრულდება შარშან დაწყებული პროქტი დედაენისა და ცხრა მარტის ბაღებში, ხოლო სამგორის რაიონში ტრამვაის გზაზე ახალი მწვანე ზონა მოეწყობა.

„არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა. ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ასევე, ამ პროექტით მოხდება დედაენის ბაღისა და ცხრა მარტის ბაღების დაკავშირება გვირაბით. მიმდინარეობს მწვანე საფარის გაზრდა - მოხდა ბეტონის ფილების დემონტაჟი. ასევე, გატვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების მოწყობა - აქ წლების განმავლობაში ხდებოდა ნახატების გაყიდვა. მოვაწყობთ კომფორტულ გარემოს ვაჭრობისთვის. მოხდება არსებული სკეიტპარკის დემონტაჟი და ამ პარკის ნაცვლად გაკეთდება ახალი, თანამედროვე სკეიტპარკი. სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლზე, სადაც ადრე ტრამვაი გადაადგილდებოდა, მოეწყობა მწვანე სივრცე - დაახლოებით 2კმ-ზე მეტია ეს სივრცე და ის მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მალე სამუშაოები იქნება დასრულებული" - განმარტა კალაძემ.


close დახურვა