logo
ENG



მეტროსადგური გოცირიძე მგზავრებს 3 თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

05 თებ 202111:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/b2bb44bgiiv805a.jpg

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. ვაგონები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ გოცირიძეზე არ გაჩერდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.


close დახურვა