logo
ENG



მეუფე ანტონი კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებაზე: სინოდის სხდომაზე ქართულ დასკვნას დავდებთ

18 მარ 202022:25
3 წუთის საკითხავი
 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ 20 ივნისს გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც ეკლესია იმსჯელებს კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით.

მეუფე ანტონის თქმით, საქართველო ყველაზე კარგად უმკლავდება შექმნილ ვითარებას.

„წმინდა სინოდის სხდომაზე შევიკრიბებით, 46 მღვდელმთავარი შევაჯამებთ საბერძნეთის, რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიებმა რა თქვეს და ჩვენ ქართულ დასკვნას დავდებთ.

საქართველო ყველაზე ძლიერად უმკლავდება სიტუაციას. მადლობა ყველა ექიმს, ყველას ვინც ჩართულია. ზეგაც ეკლესიის პასუხისმგებლობას დავდებთ. ეს საკითხი უმნიშვნელოდ ვერ ჩაივლის“, - განაცხადა მეუფე ანტონმა. 


close დახურვა