logo
ENG



მეუფე გერასიმე: პეტრე შიო მღვიმეში წავა თუ მადაგასკარში, ეს მისი გადასაწყვეტია

03 ნოე 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
lkhtdtmdenip5fr.png

სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ, პატრიარქი მრევლთან დღეს პირველად გამოჩნდა. ილია მეორე, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ კი ის მრევლს ქადაგებით მიმართავს. წირვას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დღეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ესწრება. ჯერჯერობით უცნობია, გამოეხმაურება თუ არა ილია მეორე სინოდის სკანდალურ სხდომას, თუმცა მანამდე კომენტარებს აკეთებენ წირვაზე მყოფი სასულიერო პირები. რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს მეუფე პეტრეს, თუკი ის სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება? მღვდელმსახურების პოზიციები ამ საკითხზე განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ რას გადაწყვეტს მეუფე იაკობი, ეს მასზეა დამოკიდებული.

„რაც დღეს მოხდა ქართულ ეკლესიაში და ჯერჯერობით ეს მტკივნეული არის ჩვენი  ქვეყნისათვის, ჩვენი ერისათვის, სასულიერო პირებისათვის და ყველასთვის, მაგრამ რაც შეეხება თვითონ თვითონ მეუფეს, შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარში, ეს მისი გადასაწყვეტია, გვაცადეთ და ყველაფერი დალაგდება ეკლესიაში. ახლა მიდის კათარზისი, რაც ნიშნავს თვითგანწმენდას “, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მღვდელმსახურების ნაწილს კი განსხვავებული პოზიცია აქვს. მათი თქმით, აჯობებს, იაკობი დაემორჩილოს სინოდისა და პატრიარქის გადაწყვეტილებას.

მეუფე იაკობმა გუშინ, 2 ნოემბერს, განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ის არ აპირებს, დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას და შესაბამისად, არ აპირებს შიომღვიმეში წასვლას.

 


close დახურვა