logo
ENG



მეუფე დანიელი: დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის

27 იან 202110:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/u8vodfmy08p8vpf.jpg

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ (დათუაშვილი) სახარებისეული სწავლებისთვის სრულიად შეუფერებელს უწოდებს საკვირაო ქადაგებისას დეკანოზ სარალიძის ნათქვამს, რომ სჯობს, "პარატიზი" ბავშვები პატარები მოკვდნენ, ვიდრე "დიდი ვირები" გაიზარდონ:

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", - ნათქვამია მიტროპოლიტის განცხადებაში.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, 24 იანვარს ქადაგებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ, სხვა შემთხვევაში სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.


close დახურვა