logo
ENG



მეუფე იაკობი: კარგი იქნებოდა, Covid19-ს მსოფლიოც გადარჩენოდა, ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს

19 ივლ 202015:52
3 წუთის საკითხავი
 
5qncb5ita6w8jm6.jpg

ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას ღმერთის წყალობით გადაურჩა. დანარჩენ მსოფლიოზე კი ეპისკოპოსი ამბობს, რომ  "ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს":

"ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, რომ მსოფლიოც გადარჩენოდა, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს. მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები ვართ. თორემ ჩვენ ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ ჰყავთ მსოფლიოში?! თუ არა ღმერთი, ვერავინ დაგიფარავს", - განაცხადა სასულიერო პირმა

გარდა ამისა, სასულიერო პირი ამბობს, შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს, თუმცა მოქალაქეებს უფლის იმედი უნდა ჰქონდეს. 

"ის დიდი დანაშაული, რაც ახლა კაცობრიობამ გააკეთა, იმის მაგივრად რომ ღმერთთან ეთხოვათ, ტყუილები ვთქვით - სახლში დავრჩეთ და ვილოცოთო. ეკლესიაში ხომ თავს იკლავდით ლოცვით, ახლა სახლში რომ მივიდოდნენ, რამეს ილოცებდნენ, ვის სჯერა მაგის. ეს დანაშაული და ბოროტება არ უნდა გავიმეოროთ. შეიძლება უარესებიც მოხდეს, მაგრამ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს", - თქვა ეპისკოპოსმა. 

მან პირბადეების სავალდებულო ტარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ამით თავს კორონავირუსისგან დაიცავენ, თუმცა მათ შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეექმნათ, თანაც "სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა":

"გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში, რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მომავალ წელს ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს. მარტო ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა, ვერც სახლში ჩაკეტვით".

ეპისკოპოსმა იაკობმა ჯუგაანის ძელიცხოვრის ტაძარში იქადაგა. 


close დახურვა