პატრიარქის ჩამოშორებაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება. საეკლესიო სკანდალისა და სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ მეუფე იაკობი სიტყვით ევროპარლამეტში გამოვიდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა „ფორმულასთან“ გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
„ჩვენ გვაქვს მძიმე სიტუაცია ოკუპაციასთან, 22% ოკუპირებულია და ანექსირებულია. ეს იყო რუსეთთან ომი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპელად მიიჩნევს თავს, ჩვენ ვისწრაფვით ევროპისკენ. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს, თუ რას მიაღწევს აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის საკითხზე. უკრაინაზე ხშირადაა ლაპარაკი და საქართველო რჩება. იქნებ საქართველოც გაითვალისწინოთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ვიზიტის ფარგლებში მეუფე იაკობმა.
ისაუბრა პოლიტიკაზეც და გამოეხმაურა მოვლენებს
„მე თუ ტყუილის თქმა მომიწევს, საერთოდ წავალ. უნდა გავუფრთხილდეთ სიტყვას. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ საქართველოში ძალას, რომელიც 40%-ს აიღებს, არა თუ უმრავლესობას. ამიტომ თუ გვექნება კოალიციური მთავრობა, ერთმანეთთან ლაპარაკს ისწავლიან პოლიტიკოსები“ - ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას მეუფე იაკობი.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოდან მისიას შეხვედრები ჰქონდათ ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინაში.