logo
ENG



მეუფე იაკობი გახარიაზე: ეკლესიისგან არავითარი მხარდაჭერა არ ექნება

01 ივნ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ყოფილ პრემიერს, პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეკლესია მას მხარს არ დაუჭერს.

მეუფემ გახარიას გუნდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ირგვლივ "ნაციონალური მოძრაობის კადრები არიან შემოკრებილი".

"ადეიშვილის კადრები არიან შიგნით, კარგად იცით თქვენ. ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის, ანუ ნაცმოძრაობის რაღაც ნაწილი იყო იქ და რაზეც ოცნების მხარდამჭერებს ჰქონდათ ყოველთვის, რა უნდათ ამდენ ნაციონალებს იმაშიო ხო, ესე იგი, აღმოჩნდა, რომ ვის მიუყვანია. ბატონმა გიორგიმ შემოიკრიბა ეს ხალხი... გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა. ეკლესიისგან გეუბნებით, აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა კი არა...", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება გახარიას პრემიერმინისტრობიდან გადადგომას, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მის გაშვებას ისედაც აპირებდნენ, თუმცა გახარიამ მელიას საქმე გამოიყენა და გუნდს დაასწრო.

"სერიოზულად მიდიოდა საუბარი, რომ ცოტა ხანში მაინც შეცვლიდნენ, მელიას ის როგორ იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით, ინფორმაცია არ მაკლია შიგნით რა. მუშტების ბრახუნით დაარწმუნა ასე ვთქვათ პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო მელიას იმუნიტეტის შეწყვეტა და ცოტა ხანში გამოდის და თვითონ ამბობს, ამას რა აკეთებთო. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. გააკეთა ისე, თითქოს რაღაც დიდი საქციელი ჩაიდინა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

"როგორც მე ვიცი ჩემი ინფორმაციები რაც მაქვს გადამოწმებული, რატომ ლაპარაკობენ რომ ივანიშვილის პროექტიაო ჩემთვის გაუგებარია რა. მე როგორც ვიცი, არ არის", - თქვა მეუფემ.

ცნობისთვის, ექსპრემიერმა გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

29 მაისს, გახარიამ საკუთარი პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია გამართა. ვინ არიან ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები - იხილეთ აქ.


close დახურვა