logo
ENG



მეუფე იაკობი გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილს ღიად უპირისპირდება

10 ივნ 202120:19
3 წუთის საკითხავი
clock 209

ქართულ ოცნებასა და მაღალ სასულიერო იერარქიას იდენტური პოლიტიკური სამიზნეები ჰყავს, - მეუფე იაკობი გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილს ღიად უპირისპირდება, წარსულს ახსენებს და ჰპირდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ იქნება. ბოდბელი ეპისკოპოსი დღეს ჰყვება, რომ პრემიერის რანგში გახარია საეკლესიო საკითხებში ერეოდა და ეკლესიას ებრძოდა. სააკაშვილს კი კრიტიკის პასუხად ბოდიშს სთხოვს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა სკანდალური შეფასებების გაკეთებამდე მედია სრული სერიოზულობით გააფრთხილა, რომ ნამდვილად ფხიზელია.

 

close დახურვა