logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ახლაც ვლოცულობთ, მაგრამ თვითმკვლელობა თუ დადასტურებულია, არ შეიძლება

18 ივლ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია 15 წლის მოზარდის, ლუკა ზირაძესთვის ლოცვას აგრძელებს. 

ამასთან, მეუფე ნიკოლიზის თქმით, ეკლესია დაარწმუნეს იმაში, რომ სირაძეს თავი არ მოუკლავს, რის შემდეგაც, სასულიერო პირის თქმით, ეკლესიამ გარდაცვლილს წესიც აუგო და მისთვის ლოცვა გააგრძელა. 

როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადი გამოძიება ჩაატარა, რა დროსაც, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი არ დადასტურებულა. 

"საეკლესიო წესის მიხედვით თვითმკვლელისთვის ლოცვა არ შეიძლება, თუ ეს ფაქტი მტკიცდება. ოჯახის წევრებმა დაგვარწმუნეს და ჩვენც გამოვიკვლიეთ, რომ არ მტკიცდება თვითმკვლელობის ფაქტი. როდესაც ასეთი გაურკვეველი სუტუაციაა ჩვენ მოწყალებისკენ ვიხრებით. გავერკვიეთ მაშინ, წესი აუგეთ და ლოცვას მისთვის ვაგრძელებთ. თუ გაირკვა, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. იმედი მაქვს, რომ თვითმკვლელობის ფაქტი არ მომხდარა...ისეთ ადგილას იყვნენ, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა. დაგვარწმუნეს ოჯახის წევრებმაც და გამოვიკვლიეთ, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა

ჟურნალისტის კითხვაზე რა რეაგირება ექნება ეკლესიას და რა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა დადასტურდება, მეუფე ასე პასუხობს: 

"გეუბნებით, ის შეიცვლება, რომ თვითმკვლელისთვის ლოცვა არ შეიძლება...ეკლესია ახლაც ლოცულობს მისთვის, მაგრამ თუ ეს დადასტურებული თვითმკვლელობაა მაშინ ამის გაკეთება არ შეიძლება. მე მინდა ამ ბავშვისთვის ლოცვის გაგრძელება", - აღნიშნა მეუფემ. 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. იგი გასული წლის 17 დეკმებერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.


close დახურვა