logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი ჩოლოიანზე: ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად

18 ივლ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანზე, რომელიც 15 წლის მოზარდზე, ლუკა სირაძეზე ზეწოლის ბრალდებით დააკავეს, "სისტემის ჯოხი არ უნდა გადატყდეს". 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომელსაც რაიმე ტიპის გადაცდომა ჰქონდა. მისივე განცხადებით თუ ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა, ეს არის დამამძიმებელი გარემოება და ამ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. 

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვილოცოთ მისი სულისთვის. ახლა იმიტომ განვაცხადე, რომ საკითხზე საუბარი განახლდა. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვისაც მის მიმართ რაიმე ტიპის გადაცდომა ჰქონდა. თუკი თვითმკვლელობა ჩაიდინა ეს არის დამამძიმებელი გარემოება და სასჯელი უნდა იყოს მკაცრი", - აღნიშნა მეუფემ. 

გარდა ამისა, მიტროპოლიტის განცხადებით, იგი მარიანა ჩოლოიანს თავისი ინიციატივით შეხვდა, მას შემდეგ რაც „ფორმულას“ ეთერში გასული ინტერვიუ ნახა ლუკა სირაძის დედასთან. მისივე ცნობით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"მარიანა ჩოლოიანს რაც შეეხება, სიღრმეებში ვერ შევალ, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ჩემი აზრი არის ის, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად. მე დამნაშავის სულიც მაინტერესებს. სიკვდილით დასჯა როცა არსებობდა სიკვდილმისჯილებთანაც დავდიოდით", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 


close დახურვა