logo
ENG



მეუფე პეტრე: პატრიარქი იაკობისთანა ბოროტ ადამიანებს იყენებს თავისი ინტერესებისთვის

26 ოქტ 201918:08
3 წუთის საკითხავი
 
wx7y7i3cuyumox4.jpg

 

მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. „ფორმულა ნიუსი" ესაუბრა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც ქორეპისკოპოსის სიტყვებს ბოდვა უწოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტის თქმით, „ქორეპისკოპოსის დღევანდელ ბოდვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც იცოდა მისი არაადეკვატური საქციელისა და განცხადებების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც წაახალისა ბოდბის წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე ამა წლის ზაფხულში და ის აიყვანა ხარისხში". მიტროპოლიტი პეტრე მიიჩნევს, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის დავალება შეასრულა და ფაქტობრივად, კისერი მოსჭრა საპატრიარქოს.

მეუფე პეტრე ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ საქართველოს პროკურატურამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები, თავად კი პირობას იძლევა, რომ სინოდის შეკრებაზე იაკობს  პასუხი მოეთხოვება.

მიტროპოლიტი, ასევე, მიიჩნევს, რომ „პატრიარქი მეუფე იაკობის მსგავს ბოროტ ადამიანებს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის".

დღეს, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობი „ტვ პირველთან„ საერო და საეკლესიო ხელისუფლებებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, "თანამშრომლობა მიდის ყველასთან, ჩემთანაც ცდილობენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, მაპატიეთ, მაგრამ მკიდია, ისინიც და ისინიც, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული ყველათი დამთავრებული, დედას იმას ვუზამ ყველას", - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. 

 


close დახურვა