logo
ENG



მეუფე პეტრე: როდესაც ადამიანს ცოდვის გამოსწორება არ უნდა, ცოდვის გავლენის ქვეშაა

31 ოქტ 201919:06
3 წუთის საკითხავი
 
ciwa6pdscxyo8vi.jpg

მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბარში დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესიაში სისტემური პრობლემებია.

„პატრიარქი ჩემ მიერ წამოჭრილი პრობლემისგან თავისუფალი არ არის, რადგან ის სინოდის თავმჯდომარეა. მე ვუთხარი, როდესაც არის პრობლემა ეკლესიაში და ამ პრობლემის მოგვარება სისტემაში არ ხდება, ეს არის სისტემური პრობლემა. ეკლესიაშიც არის სისტემური პრობლემა და მან ჩემი გულისტკივილის მოსმენა არ ისურვა. ზოგადად, ყველა ადამიანი ცოდვის მონაა. როდესაც ადამიანი უსამართლობის მხარეს ირჩევს, უსამართლობის გავლენის ქვეშაა. როდესაც ადამიანს ცოდვის გამოსწორება არ უნდა, ცოდვის გავლენის ქვეშაა," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.  

ამის შემდეგ მეუფე პეტრე პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."


close დახურვა