logo
ENG



მეუფე პეტრე თავის განკვეთაზე: ღვთის ნებად ჩავთვლი

07 მაი 202021:40
3 წუთის საკითხავი
 

"ღვთის ნებად ჩავთვლი",-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე მისი შესაძლო განკვეთის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

"ფორმულას" კითხვაზე რას იზამთ თუ უახლეს სხდომაზე განკვეთის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს სინოდი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

"ღვთის ნებად ჩავთვლი. ეს იქნება გაგრძელება პილატეს სასამართლოსი და სინოდრიონისა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემირცხვენია სინოდი, რომელსაც ამ ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი უხელმძღვანელებს და სადაც გადამწყვეტ სიტყვას მეუფე იაკობი იტყვის ან საერთოდ დაესწრება, სიტყვის უფლება ექნება. მე ეკლესიაში მოვედი სულის ცხონებისთვის და პირიქით, ეს უსამართლო დევნა გვირგვინია ჩემთვის და მადლობა ღმერთს რომ ამის ღირსი გამხადა",-აღნიშნა მეუფე პეტრემ.


close დახურვა