logo
ENG



მეუფე პეტრე საზოგადოებას პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლებისკენ მოუწოდებს - მეუფე ნიკოლოზი

06 ნოე 201912:19
3 წუთის საკითხავი
 
5opfanoci4bzqh7.png

საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვიდეომიმართვით ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მთავრობამ რიგ საკითხებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მეუფე ნიკოლოზი პეტრე ცაავასაც შეეხო და თქვა, რომ მან სულიერ მამას უღალატა. კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს სურს, რომ ხალხმა ილია მეორე "ლინჩის წესით გაასამართლოს​".

"მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს. ნორმალური ადამიანი ასეთ რამეში არ მიიღებს, მარგამ მაინც აპირებს მოუწოდოს საზოგადოების ნაწილს, რათა პატრიარქი გაასამართლონ ლინჩის წესით. ჩვენ არ ვიცით, ვინ რა შეთქმულება მოაწყო, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენს თვალწინ პატრიარქის ხელშეუვალობის პრინციპი დაირღვა, გაკეთებულია ანონსი შემდგომი დარღვევისა, რომ მოხდება მისი გასამართლება ლინჩის წესით და ხელისუფლება ვერ ახერხებს რომ აღკვეთოს ეს დანაშაული. მას არ უმოქმედია არც ჩადენილ დანაშაულუზე (პატრიარქის ხელშეუვალობის ხელყოფაზე) და ხელისუფლება არ აკეთებს ანონსს, როგორ აპირებს აღკვეთოს ლინჩის წესი. ეს არის ბრალი, რაც ხელისუფელაბს მიუძღვის",- განამარტავს მეუფე ნიკოლოზი. 


close დახურვა